თეგებით ძიება

"ახლა გაიგეთ, რომ "გაუბედურებული საქართველო"- დიდი ხანია ოკეანის მიღმა პროექტია?" - ლალი მოროშკინა

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ სელში პოსტს აქვეყნებს:

"ნწ, ნწ, ნწ...
ახლა გაიგეთ, რომ "გაუბედურებული საქართველო"-
დიდი ხანია ოკეანის მიღმა პროექტია?
ახლა გაანალიზეთ თურმე, რომ:
"ვარდების რევოლუცია,
ძალადობა,
ნულოვანი ტოლერანტობა,
იდენტობის აღრევა,
ავტორიტეტების მოსპობა
მეცნიერების განადგურება
მედიის გავერანება
ფეიკ ნიუსების სამჭედლოების დასპონსორება
კვაზი ელიტის ჩამოყალიბება
"ჩარეცხილი" ინტელიგენცია
კოდორის ჩაბარება
116 სოფლის დაკარგვა
გვამებზე როკვა
მკითხავების პირით ე.წ. "საიმედო" ინფორმაციების გავრცელება
ცრუ მოლოდინების შექმნა
საპატრიარქოს დასუსტება
და რაც მთავარია მხსნელად მოსული ბიძინა ივანიშვილის იმიჯის შელახვა-ყველაფერი ეს არამეგობრული დასავლეთის პროექტია-ახლა გაიგეთ?
გამოსავალი ერთია:
ან ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ და ღირსეულად ვაგრძელებთ გზას ან მუდმივად ჩექმის ქვეშ ვიქნებით, ხან "კირზის" , ხან "კოვბოისკის"...
ხო, მეგობრული დასავლეთიც არსებობს და ისინიც ჩვენსავით იტანჯებიან, მაგრამ ვგონებ გამოჩნდა გვირაბის ბოლოს შუქი-
ვილაპარაკოთ მხოლოდ სიმართლე!!!!!", - წერს მოროშკინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა