თეგებით ძიება

"ომი არ იქნება ჩვენთან, რუსეთი მძიმედაა დაჭრილი დებო და ძმებო" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვყნებს:

"ჩემო კარგო მარკუს, ასე თუ გაინტერესებდა რას ვფიქრობ, რას დამადე სასჯელი და დამიქვესკნელე ჯოჯოხეთის ქვედას ზედა წრეზე 29 დღით კედელი, რომ ალალი ბიძაშვილების გარდა ვეღარავინ ხედავდეს ჩემს არსებობას. უსირცხვილო კაცო და თან ცინიკურად რომ მაინც მეკითხები, რას ფიქრობო. რას ვფიქრობ და ისევ რუსეთზე ვფიქრობ. კერძოდ კი იმას, რომ ომი არ იქნება ჩვენთან, რუსეთი მძიმედაა დაჭრილი დებო და ძმებო. მაქსიმუმ ერთი-ორი გადაფრენით გადმოგვბომბონ, ერთი ლუგარს ტკუცონ და მეორე რამეს კიდევ და ამის პრევენციისთვის გვინდა შესაბამისი საჰაერო თავდაცვა. არ იქნება ომი არც ნაცების გამო, როგორც აქამდე გვაშინებდნენ და არ იქნება ომი არც ივანიშვილის მილიონების ბუღალტრული შეფერხების გამო, როგორც ახლა გვაშინებენ. მოვფომფლოვდეთ და ვილოცოთ უკრაინისთვის. ჩვენი ავთანდილებიც იქ არიან და ჩვენი ხატაელებისგან და ქაჯეთისგან თავისუფლებაც იქ წყდება დღეს. ჩვენი ომიც იქაა, როგორც მთელი ცივილიზებული მსოფლიოსი", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა