თეგებით ძიება

"უკონტროლო გახდება კუთხეში მომწყვდეული ბიძინა და ყველაფერზე იქნება წამსვლელი რუსეთიდან წამოღებული ფულის შესანარჩუნებლად" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს:

"კობახიძე ამბობს იმას, რაც უნდა ბიძინას.
ცალკე თამაშს ვერ ითამაშებს კობახიძე ვერასოდეს.
ითამაშებს და მის ოჯახთან დაკავშირებული ყველა მშენებლობა გაჩერდება:)
ითამაშებს ცალკე თამაშს და იქნება ის, ვინც იყო ბიძინამდე:)
სხვა საქმეა სალომე და ბიძინა. როგორც ამბობენ, სალომე საფრანგეთში დაეხმარა ბიძინას, არც ბიძინა დარჩებოდა ვალში და გამომდინარე ბოლო 10 წლიდან, მაქვს ეჭვი, მათი მოკვარახჭინებული საქმე კანონის სრული დაცვით არ მოხდებოდა და მეეჭვება "ჰონორარი" მიეღო კანონიერი გზით.
მხოლოდ თანამზრახველების კავშირია მყარი.
აი, კობახიძე ბიძინას თანამზრახველი არასოდეს ყოფილა, ყოველთვის მისი გამხმოვანებელი იყო და ამაზე ზემოთ ვერ წავა, რადგან მას არ გააჩნია უნარი საკუთარი გუნდი შეკრას. ამდენი წლის მერე, ოცნების მომხრეებშიც კი ვერ გააჩინა კობახიძისტები:)
რაც შეეხება სამთავრობო გადანაწილებას, მთლად უსაქმოდ რომ არ იყვნენ, ერთმანეთზე ჭორაობის და ერთმანეთის თვალთვალის უფლებას აძლებს ბიძინა მათ, მაქსიმუმ, მინისტრთა მოადგილეებს გადაეკიდონ.
უყვარს ბიძინას ასეთი თამაშების ყურება.
მახსოვს, წულუკიანმა სრულიად უსაფუძვლოდ დააბრეხვა - ბიძინა ჯანმრთელია და დიდხანს იცოცხლებსო.
მაშინვე გავიფიქრე და ახლა მიმყარდება ვარაუდი, რომ ამ სიტყვების ადრესატი ბიძინა იყო.
კარგად ხარ, ბიძინა, ჯანმრთელი ხარ, ვერავინ მოგკლავს, არაფერი გჭირს, დამშვიდდი - ეს უთხრა მგონია და რატო?
სცემს ბოლთას და იძახის, სულ თაგვები და თაგვებიო?
უკონტროლო გახდება კუთხეში მომწყვდეული ბიძინა და ყველაფერზე იქნება წამსვლელი რუსეთიდან წამოღებული ფულის შესანარჩუნებლად.
ასე რომ, კობახიძის ეს განცხადებები ჟურნალი იქნება.
როგორც ჩანს, ბიძინა ითხოვს მისი ფულის შენარჩუნების სრულ გარანტიას, მაგრამ ასევე როგორც ჩანს, მაშინ როცა ყველა რუსეთის წინააღმდეგ ხარჯავს ფულს, რუსული ფული სრულად თითქმის არავის შეუნარჩუნდება.
ვასაძეც თავისი კომბლით ბიძინას დასაცავად ჩამოვიდა, როგორც ჩანს, მაგრამ...
20 ივნისს უცებ, თავისით გამოვიდა ხალხი და ფრთხილად, ფრთხილად, ბიძინა, ფრთხილად, არ ხარ მთლად ჯანმრთელად, ნუ დაუჯერებ თეას, არაა ჯანმრთელი კაცის განცხადებები ეგ და ლუმინალს ნუ მიაწვები, ნურც შამანებს, ილოცე და დაითვალე, რა ფული წაგვართვა შენმა გუნდმა ბიუჯეტიდან...", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა