თეგებით ძიება

"რუსეთ-უკრაინის ომი მსოფლიო ომის დონის მოვლენაა... მას 3 მთავარი გამარჯვებული ქვეყანა ეყოლება... "- ზურა ბატიაშვილი

ექსპერტი ზურა ბატიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში წერს და პროგნოზს აკეთებს, ვინ გამოვა ამ ომიდან გამარჯვებული.

"დაუწერელი კანონია, რომ ყველა მსოფლიო ომის შემდეგ იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა.
რადგან რუსეთ-უკრაინის ომიც მსოფლიო ომის დონის მოვლენაა, ამ ომის შემდეგაც ასე იქნება.
ხოლო ამ ომს 3 მთავარი (40 მოკავშირით) გამარჯვებული ქვეყანა (უკრაინა, აშშ და ბრიტანეთი) ეყოლება, რომლებიც განსაზღვრავენ კიდეც როგორი ფორმის იქნება მომავალი მსოფლიო წესრიგი ათწლეულების განმავლობაში.
და როცა ამათ (განსაკუთრებით ომში ჩართულ უკრაინას) ერჩი და არამარტო ერჩი, ლამის მთავარ საგარეოპოლიტიკურ კურსად აქცევ, არც ის უნდა გაგიკვირდეს, თუ სანქციებიც იქნება და არამარტო სანქციები.
არადა, ომის პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდებოდა, ამას ლამის ყოველ დღე ვწერდით და ვამბობდით. ამათ კი ფსონი, რუსეთზე ედოთ. შედეგიც სახეზეა.
ეს სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო.
ცვლილებები კი გარდაუვალია და იგი ყველას (და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ) გვეხება", - წერს ბატიაშვილი.

შგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა