თეგებით ძიება

"აღიძრა საქმე... იმედია, დავადგენთ ვინ მემუქრება" - ვიკა ბუკია ახალ დეტალებს ასაჯაროებს

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, სოციალურ ქსელში წერს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"აი, ასე გრძელდება ამბავი, რომელიც გუშინ გავასაჯაროვე:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღიძრა საქმე და გამოძიება მიმდინარეობს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ცხადია, არანაირად არ მგონია, რომ ვინმე დამხვდება სადარბაზოსთან და ამჩეხავს (ასაჩეხების მეტი რა არის, როგორც იტყოდა სირენას მეზობელი), მაგრამ რასაკვირველია ამ გზავნილების მიზანი ჩემი შეშინებაა. რომ ხვალ უფრო წყნარად ვიყო და ენა არ ვატლიკინო. და რომც არ დავუჯერო ამ ტროლს და პირიქით უფრო მეტი “ვიტლიკინო” მუქარის პასუხად, ჩვენ არ ვიცით, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ასეთ მუქარებს ხვალ და ზეგ, როცა მათ სხვა ჩემი კოლეგები წაიკითხავენ. განსაკუთრებით კი ახალბედა ჟურნალისტები, ვინც ახლა იწყებს ამ პროფესიაში მუშაობას. ყველას ვერ მოთხოვ არ შეეშინდეს. არასწორი მოთხოვნაა ეს. მაგრამ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნაკლებად მოუნდეს ვინმეს დაემუქროს ჟურანლისტს. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ნდობა არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ საქართველოში. მაინც ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ დამნაშავე ვიპოვოთ. მადლობა ჩემს გამომძიებელს თამარს და განსაკუთრებით ნათია კაპანაძეს და მედიის ადვოკატირების კოალიციას, რომელმაც დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
იმედია დავადგენთ ვინ მემუქრება, რითაც სხვა ტროლები დაჭკვიანდებიან", - წერს ვიკა ბუკია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა