თეგებით ძიება

"კობახიძე დააბით სადმე თუ არა ვატყობ დარჩება ბიძინა ჩემი დასახმარებელი" - რას წერს თეა თუთბერიძე

"კმარას" ყოფილი ლიდერი, თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

"ანუ ვიღაც კერძო პირი სახელად ბიძინა ივანიშვილი რომელსაც შვეიცარული ბანკი ფულს არ ურიცხავს როგორც ხელისუფლება აცხადებს ომში ჩართრევა-არჩათრევის ამბებს განსაზღვრავს ღრუზიაში! და ომს ვის გამოუცხადებს ბიძინა, რუსეთს თუ ამერიკასო, რა ბრძანა კობახიძემ ეგ ვერ მოვიძიე, ამერიკას ჯობია, და შემოვლენ თუ არა და ეგრევე ჩაბარდით.

P.S. პირველი კობახიძის ეს კომენტარი უთარგმნეთ უცხოელებს და დაუგზავნეთ სასწრაფოდ რომ ნახონ როგორი კერძო პირია პუტინის ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში! და მეორეც, კობახიძე დააბით სადმე სადაც კამერას და მიკროფონს ვერ მიწვდება თუ არა ვატყობ დარჩება ბიძინა ჩემი დასახმარებელი ფინანსურად და ციხეში კიდევ უფლებები რომ არ დაირღვეს მისი მაგაზედაც მომიწევს ვიდარდო", - წერს თეა თუთბერიძე.


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს რომ შვეიცარული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის არგადახდა "კოორდინირებული ქმედებების" შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა