თეგებით ძიება

თამარ გვერდწითელი საქართველოშია

9 მა­ისს რუ­სეთ­მა ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა, სა­დაც ცნო­ბილ რუს ვარ­კვლა­ვებ­თან ერ­თად თა­მარ გვერდწი­თელ­საც უნდა ემ­ღე­რა. სა­ღა­მოს ერთ-ერთ რუ­სულ არხზე და­ი­წყო კონ­ცერ­ტი, რო­მელ­საც პირ­და­პი­რი ეთე­რი ეწე­რა და სხვა ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად შავ კა­ბა­ში ჩაც­მუ­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლიც მღე­რო­და. სო­ცი­ა­ლუ­რ ქსელ­ში მომ­ღერ­ლის მე­გობ­რე­ბი წერ­დნენ, რომ რე­ა­ლუ­რად ეს ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რი იყო და თა­მა­რი დიდი ხა­ნია უკვე თბი­ლის­შია. დღეს მომ­ღერ­ლის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გავ­რცელ­და გან­ცხა­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ კონ­ცერ­ტში, რო­მე­ლიც ვი­თომ "პირ­და­პირ ეთერ­ში“ გა­დი­ო­და, 2021 წლის ივ­ნი­სის გა­მოს­ვლის კად­რე­ბი იყო ჩას­მუ­ლი.

"გავრცელდა ინფორმაცია,
რომ 9 მაისს რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.
საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად.
თამარ გვერდწითელი,
ირაკლი მენთეშაშვილი,
გია სალაღიშვილი,
დავით ჯაფარიძე.
პაატა ანდრიაძე.
ლინკი შარშანდელი კონცერტის, რომელიც გამოიყენეს წელს დეზინფორმაციისთვის:
https://youtu.be/V2qMXfd9ep4", - ნათქვამია განცხადებაში.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა