თეგებით ძიება

"რა ტყუილად ვტენით ამ ბავშვებს უმაღლეს სასწავლებლებში..." - თეა გვასალია

ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"რა ტყუილად ვტენით ამ ბავშვებს უმაღლეს სასწავლებლებში. დაამთავრებენ და არიან მერე სამსახურის ძებნაში. ამ ქვეყანაში, ყველაზე დაფასებულები და მოთხოვნადები მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ხელოსნები ყოფილან. პრეზიდენტთან აუდიენციაზე უფრო იოლად ჩაეწერები, ვიდრე მათთან. მომდევნო სამი (ან მეტი) დღის განრიგი ხომ გაწერილი აქვთ და ფასები, რომელსაც უკვე აღარ დაეძებ და სიხარულით იხდი, კიდევ სხვა თემაა. ერთი მოვიტყუე როგორც იქნა, წითელი ხალიჩით და ყვავილებით დავხვდი, ბავშვებს ხელში პური და სამარილე დავაჭერინე, კისერზე ზაფრანის აცმა ჩამოვკიდე და ამ ყველაფრის შემდეგ შეხედა ფანჯარას, არა, გენაცვალე, ეს ალუმინის ყოფილა, მე მეტალოს სპეციალისტი ვარო და გაიქცა უკანმოუხედავად. დღეს სხვა ვიპოვე, სამჯერ გავუმეორე ტელეფონში, თეთრი კია ფანჯარა, მაგრამ ალუმინი ყოფილა, კარგად არ იკეტება და შეძლებთ გაკეთებას მეთქი? და აბა ფოტოები გადმომიგზავნეო. სლაიდ შოუსა და პატარა, შემეცნებითი ხასიათის ვებინარის შემდეგ მე მოყვარულის კვალობაზე არაჩვეულებრივად გავერკვიე კარ-ფანჯრის მექანიზმში და ახლა ველოდები, ალექსის ხელთ არსებული დეტალებიდან რომელიმე წავა ჩემს ფანჯარაზე და 150 ლარი დამიჯდება, თუ მთელი კომპლექტი გამიხდება საყიდელი 150 დოლარად, ოღონდ ეს, ალექსის გრაფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ხვალ საღამოს მეცოდინება. ტყუპების მომავალიც გარკვეულია, მარტო სანდროს კი არა, მელანოსაც ალუმინის კარ-ფანჯრის დაშლა-აწყობა უნდა ვასწავლო", - წერს გვასალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა