თეგებით ძიება

ევროკავშირი შესაძლოა მოკვდეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის ზღვაზე ვიმყოფებით - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დგას, რადგან ის ეკონომიკური წარმოებისა და ინვესტიციების მოცულობით აშშ-სა და ჩინეთს ჩამორჩება. სტატიას ამ შინაარსით Politico აქვეყნებს.

მაკრონი ამტკიცებს, რომ 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი მოწყვლად მდგომარეობაშია ზედმეტი რეგულაციების, არასაკმარისი ინვესტიციებისა და შიდა განხეთქილებების გამო.

„ევროკავშირი შესაძლოა მოკვდეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის ზღვაზე ვიმყოფებით“, - ციტირებს გამოცემა მაკრონს. „ჩვენი წინა მოდელი დასრულდა. ჩვენ ძალიან ვერევით რეგულაციებში და არასაკმარის ინვესტიციებს ვდებთ. თუ ჩვენს კლასიკურ დღის წესრიგს მივყვებით, უახლოეს ორ-სამ წელიწადში ბაზრის დატოვება მოგვიწევს“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ევროკავშირის საერთო ბაზრის გაღრმავების საჭიროებას გაუსვა ხაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, გაჩნდება კონკურენტუნარიანობის დაკარგვის რისკი, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ასპარეზზე ევროკავშირის მნიშვნელობას დააკნინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა