თეგებით ძიება

"ბიძინამ 100 ქარხნიდან 10 რომ არ ააშენა და წარბი არ ოუტოკდა, ბიჯო, მაგ ბიძინასთან ეძებთ ნამუსს?" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"10 წლის მერეც კი, პრეტენზიები ოცნებასთან უცვლელია:
-თავმოყვარეობა არ გაააქვთ? სინდისი?
-ნამუსი სულ დაკარგეეთ?
-ზღვარს ნუ გადახვალთ... წითელ ხაზს ნუ გადაკვეთთ...
ე, ბიჯო, არა აქვთ თავმოყვარეობა არა, არც ნამუსი, არც სინდისი და როდემდე უნდა ეძებოთ ახლა კობახიძის ჯიგარში არარსებული? როდემდე უნდა უფათუროთ ხელი ღვიძლში? არ მოგბეზრდათ?
ღარიბაშვილი მოიყვანა ბიძინამ, მერე გააგდო, მერე დააბრუნა, მერე თქვა, ეგ არავინ არ არი, რასაც დავავალებ იმას აკეთებსო და თქვენ ახლა ამ ღარიბაშვილს გინდათ თავმოყვარეობა უპოვოთ?
სერიოზულად ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილს სადღაც აქვს თავმოყვარეობა გადამალული და თქვენ უპოვით და გადააცმევთ კოსტუმის ზემოდან?
ბიძინამ 100 ქარხნიდან 10 რომ არ ააშენა და წარბი არ ოუტოკდა, ბიჯო, მაგ ბიძინასთან ეძებთ ნამუსს?
ულვაში ქონია შენახული ბიძინას შვეიცარიის ბანკში და დროზე მიასწარით, თორე დაასანქცირებენ.
რაის წითელი ხაზი, ბიჯო, წულუკიანმა რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს, რო წითელი ამოუგდოს? რაის ზღვარი? სადაა ზღვარი? მაჩვენეთ, გეხვეწებით, ეგ ზღვარი რა, სადაა და რამდენია!
ერთი ზღვარი და ერთი წითელი ხაზი რომ გადაკვეთა, მერე გადეიწია ზღვარმა? ახალი წითელი ხაზი გაავლეთ მოშორებით და ელოდებით, ახლა იმას როის გადააბიჯებენ?
გადაწითლდა, ბიძია, ქვეყანა ამ წითელი ხაზები და დახტუნავს წულუკიანი, ე, თუ არ გადავიბიჯეო, იძახის და მერე?
გამოვა ოცნება და ურცხვად იტყვის, მეომებიანო...
რაის, ომი, ბიჯო, რაის ომი, ხელისუფლების შეცვლაზე რომ საუბრობენ, ხუთასჯერ აყოლებენ, ჩვენ არჩევნებით შეცვლას ვგულისხმობთო...
რაია ომი, ბიჯო, 6 თვე განიხილებოდა სიტყვა რევოლუცია შეიძლებოდა გვეხსენებია, თუ არა...
რაის ომი, ბიჯო, ტიპები წითელ ხაზებს და ზღვრებს ვეღარ ითვლიან...
რაის ომი, ბიძია, ვის აბოლებთ, სინდისის, ნამუსის და თავმოყვარეობის ძებნა ვერ დაასრულეს კობახიძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის და სხვათა თირკმელებში!
აბა, ოპოზიცია ეომება ოცნებას და მისი ჩამოგდება უნდა, თურმე, კაი, კაცო, რას ამბოობთ? ნუწუ, ნუწუ, პირველად ხდება ეგეთი რამე, რომ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა უნდოდეს:)
სა გყავთ, თქვე უბედურებო, ოპოზიცია?
დგანან ზღვრებთან, გადალახავთ, გადავლენ სხვა ზღვრებთან, გადალახავთ წითელ ხაზს, გაიქცევიან, გაავლებენ ახალს!
მოძალადეები გამოყარეთ და სასიკვდილოდ აცემინეთ ლექსო და ტიპები ადგნენ და თქვენ სინდისს, ნამუსს და თავმოყვარეობას ეძებენ!
საფლავია, ბიჯო, მოკლული ბიჭის!
კადრებია, როგორ კლავენ!
ესენი მაინც კობახიძის სინდისს, ღარიბაშვილის თავმოყვარეობას და ივანიშვილის ნამუსს ეძებენ!
სად დაკარგეს, ბიჯო, როდის დაკარგეს, რა წლებში და რა არეალში უნდა ვეძებოთ? დაგეხმაროთ იქნება!
არ იწერება, ბიძია, თავგანწირვის გარეშე ისტორია.
ომიო, კაცო, ომის ოპოზიციაო, რომელია, ბიძია ეგი, ბიძინა რო აფინანსებდა და მერე მაგ ბიძინას რო უომრად დაუთმო სკამი? მაგაზე იძახით?
რომელია, ბიძია, მაგი, მურუსუძე და ჩინჩალაძე რო ბეჭედს ასვამდა, მაგაზე ამბობთ?
და სადაა ახლა ეგ მურუსიძე, ხოა დილეგში, ხოა კლდეზე მიჯაჭვული?
ვინ გეომებათ, ბიჯო, მიშელის ხელშეკრულება რომ თავზე გადაახიეთ და პარლამენტში შემოვიდნენ, ისინი?
პროპორციულის პირობა რომ დადეთ და მერე ხუნდაძემ ჩააგდო, ძმაოო, რო უთხარით და გადაყლაპეს, ეგენი?
ხო, მაგენი, ხო, მაგენი საშიში ხალხია, ისე ჯიუტად ეძებენ თქვენში სინდისს, ნამუსს და თავმოყვარეობას, ერთხელაც არ ჩაგიდონ და არ დეიღუპოთ!
სვანი ჩამოვა თბილისში სტუმრად და მიართმევენ ყავას და ნამცხვარს დილით და წამო, ძმა, მუღამი დავიჭიროთო, გაყავთ ქუჩაში.
მესამე დღეს აყვირდება სვანი, ბიჯო, ან რამე მაჭამეთ, ან რამე დამალევინეთ, ან მითხარით, ვინაა ეს მუღამი ეგეთი, სამი დღეა რომ ვერ დავიჭირეთ, სადაა მითხარით და მე გავხევ ცემაშიო...
ე, ეგრე ვართ ჩვენც...
ამან ომიო, იმან სინდისიო, ამან გავყრიო, იმან დავამთავრებო, ამან ომი უნდაო, იმან, წითელი ხაზი არ გადაკვეთოთ, თორეეეემ.... ახალ წითელ ხაზს გავავლებო!
აბასობაში, საქართველოდან გატაცებულ ბიჭს 5 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ოკუპანტებმა და სუსმა, ყველა ბერკეტს ვიყენებო!
ბიჯო, ყველა არ მინდა, სამი ბერკეტი მითხარი, რას იყენებ და ისიც მითხარი, ან ბერკეტებიდან ერთხელ მაინც, ერთმა იმუშაბა??
თორე, ბერკეტს ჩემი მეზობელიც იყენებდა და სამი სახლი ააშენა უკვე...
უკუღმა იყენებ, ბიძია, იქნება, მაგ ბერკეტს, ჰა?
ასე შსს-ც იძახის 125 ტომია ბაჩალიაშვილის საქმეო, მარა გამოძიებულია?
ბერკეტი კი არა, შედეგი გვინდა, თორემ, შენი ბერკეტებით ცეკვა, ვის რაში გვადარდებს?
ამასობაში, ბებუაც ოკუპანტების ციხეშია!
იქაც ხო ყველა ბერკეტს იყენებთ, ჯიგრებო?
ომი უნდათო, სერიოზულად განიხილება ქვეყანაში, რომელიც უკვე ომშია!
ჩუმად დაწყდით, ფულის თვლის ხმას მიხშობთო, ბიძინამ!
ამასობაში, უცნობმა ბიძინამ დიდი ფალოსიდან ჩამოგვხსნაო, ამხელა ისტორიის ერს რო მაგას ეტყვი, კი აღარ უნდა გეღირსოს ორგაზმი და უცნობის ორგაზმის ძებნასაც თუ არ დეიწყებთ ახლა, კარგს იზამთ!
ბიძინას სინდისმა, ნამუსმა და თავმოყვარეობამ შემოგითვალათ, ძილის წინ თვალის ჩაპაჭუნება არ დაგავიწყდეთო!
ღამის 12 საათია და ყველაფერი იდეალურადაა, ახალ ზღვრებზე, ახალ წითელ ხაზებზე სიწყნარეა ჯერჯერობით, ალფა, გამა და ბეტა ჯგუფების ოპერატიული მონაცემებით კობახიძის სინდისი, ღარიბაშვილის თავმოყვარეობა და ივანიშვილის ნამუსი არც ერთ პერიმეტრზე არ გამოჩენილა!
ბოდიში, ბიჭებო, ჯერ საკუთარ ქვეყანაში ვერ დაგიცავით და ახლა, ნაცვლად იმისა, რომ მართლა ყველა ბერკეტი ავამუშაოთ თქვენ დასახსნელად ოკუპანტის ციხიდან და ყოველ დღე თქვენი გვარებით იწყებდნენ განცხადებებს, უფლებას ვაძლევთ ერთსაც და მეორეს, ასე გვაპამპულაონ!", - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა