თეგებით ძიება

"მზად ვართ, გავჭრათ ხაზი "აზოვსტალის" ქარხანამდე და შევუერთდეთ "აზოვის" ბატალიონს" - ქართველკი მეომარი უკრაინიდან

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები აცხადებენ, რომ ქალაქ მარიუპოლში ალყის გასარღვევად და "აზოველების" გამოსაყვანად მზად არიან.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინიციატივას მეომარი, ლადო გამსახურდია ახმიანებს და ამბობს, რომ ქართველებმა შეხვედრისას მოილაპარაკეს, რომ "აზოვსტალის" დებლოკირებაში მონაწილეობა მიიღონ, თუ უკრაინის სამხედრო სარდლობა ამის ნებას დართავს:

"დღეს ერთმანეთში ვისაუბრეთ ჩვენმა მებრძოლმა ძმებმა, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით და ასევე ვინც უკრაინის სხვადასხვა ბატალიონებში არიან განაწილებული. მზადყოფნაში ვართ მივიღოთ მონაწილეობა მარიუპოლის განთავისუფლებაში,
განვიხილოთ ყველა შესაძლო გზები, გავჭრათ ხაზი "აზოვსტალის" ქარხანამდე და შეუერთდეთ იქ ჩარჩენილ აზოვის ბატალიონის მეომრებს,
მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ სურვილი არ კმარა, ამიტომ ველოდებით უკრაინის სამხედრო მთავარსარდლობის ბრძანებას მარიუპოლის სამხედრო გზით განთავისუფლების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს მარიუპოლის განთავისუფლებასთან დაკავშირებით. თუ გვექნება შესაძლებლობა შეუერთდეთ ამ საგმირო საქმეს დიდი სიამოვნებით, მსურველები ბევრი ვართ.
მარიუპოლში მოყვნენ ალყაში და გამოსაყვანები არიან. ჩვენ ქართველები ვინებიც ერთმანეთში ვმეგობრობთ მზად ვართ შევიდეთ.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!",- ამბობს ლადო გამსახურდია, რომელიც ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი შეტაკებისას, მსუბუქად დაიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა