თეგებით ძიება

"11 ბავშვია გარდაცვლილი... მონაცემები ბევრად უფრო დრამატულად გამოიყურება, ვიდრე კოვიდპანდემია" - რას წერს ნანა გეგეჭროკი ბავშვებში გავრცელებულ ახალი ტიპს ჰეპატიტზე?

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ეხმაურება ბავშვებში გავრცელებულ უცნობი ტიპის ჰეპატიტს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"5 მაისის მონაცემებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იკვლევს, ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის 109 შემთხვევას. სამწუხაროდ 90%-ს დაავადებულებისას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. აქედან 14%-ს იმდენად მძიმე ფორმა ჰქონდა, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გახდა საჭირო, 5 ბავშვი გარდაცვლილია.

მსოფლიოში დაახლოებით 450 შემთხვევიდან 11 ბავშვია გარდაცვლილი.
დაავადების გამომწვევი, გადაცემის გზები, სიმძიმის განმაპირობებელი პრედიქტორები, არაფერი ჯერ ცნობილი არაა.
უცნობი ეტიოლოგიის ჰეპატიტით დაავადებულების უმრავლესობას ადენოვირუსული ინფექცია აღმოაჩნდა. ზოგადად ადენოვირუსები ბავშვებში ჰეპატიტებს არ იწვევენ.

მოკლედ, ჯერ-ჯერობით ამ ახალი დაავადების ცოდნა არ გვაქვს. წინასწარი მონაცემები დრამატულად გამოიყურეა. ბევრად, ბევრად უფრო დრამატულად ვიდრე კოვიდ პანდემია.

ბავშვებს მაინც გაუფრთხილდით. საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფებისთვის, ადამიანების უმეტესობას, ხელის დაბანა და მარტივი პირბადის ტარებაც კი რომ არ შეუძლია, ეს უკიდურესად სამწუხარო ამბავი, კოვიდ პანდემიამ უკვე აჩვენა.
როგორც ჩანს წინ ახალი გამოწვევებია ...", - წერს ნანა გეგეჭკორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა