TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ერთი შვილი პროზექტურაშია და მეორე თქვენთან მოიყვანეს, ესეც მომიკვდება-მეთქი?...დღეს ხატია რომ სუნთქავს, თქვენი დამსახურებაა" - შატილის ტრაგედიას გადარჩენილი გოგოს დედა ლევან რატიანს
  • "ერთი შვილი პროზექტურაშია და მეორე თქვენთან მოიყვანეს, ესეც მომიკვდება-მეთქი?...დღეს ხატია რომ სუნთქავს, თქვენი დამსახურებაა" - შატილის ტრაგედიას გადარჩენილი გოგოს დედა ლევან რატიანს

    შატილში ტრაგიკულად გარდაცვლილი 25 წლის დეა დევსურაშვილის, დედა, ლიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს მიმართავს და ამავე ავტოკატასტროფაში მეორე შვილის, ხატია დევსურაშვილის გადარჩენისთვის მადლობას უხდის.


    "ჩემო ძვირფასო ადამიანო, ჩემო ლევანი ექიმო, როგორ დეტალებში გახსოვთ იმ საშინელი დღის ამბავი....ერთი შვილი პროზექტურაშია და მეორე თქვენთან მოიყვანეს, ესეც მომიკვდება მეთქიი? ზუსტად ასე იყო....

    დღეს ხატია რომ სუნთქავს და დადის ეს თქვენი დამსახურებაა, უფალმა ინდომა რომ ხატია თქვენ გადაგერჩინათ..დალოცვილი იყავით ცხოვრების გზაზე", - წერს სიმონიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ „რუსთავის 2-ის“ ეთერში „სხვა კითხვებს ნიკოლოზისგან“ ლევან რატიანი პასუხობდა და შატილის ტრაგედია გაიხსენა.

    ცნობისთვის, შატილის გზაზე 2020 წლის 23 აგვისტოს მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

    482 ნახვა

    Face ამბები