"ინფორმაცია ჩვენი საჭიროებების შესახებ, უნდა იყოს ყველა ქვეყნის ახალ ამბებში" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა.
"როგორც არ უნდა ეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების დრო დასასრულს უახლოვდება. კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება ჩვენკენ, უკრაინის მიმართ. ინფორმაცია ჩვენი საჭიროებების შესახებ უნდა იყოს ყველა ქვეყნის ახალ ამბებში. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად და ყოველდღე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.