თეგებით ძიება
18. 05. 2022 მსოფლიო

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 3 752 სამოქალაქო პირი დაიღუპა - გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 3 752 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 250 ბავშვი.

გაერო-ში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები ზუსტი არ არის და მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია, რადგან იმ ადგილებიდან, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

კერძოდ, გაერო არ ფლობს სრულ ინფორმაციას მსხვერპლთა შესახებ მარიუპოლიდან, იზიუმიდან და პოპასნაიადან. მარიუპოლის მერის მონაცემებით, ქალაქში სულ მცირე 20 ათასი ადამიანია დაღუპული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა