თეგებით ძიება
24. 05. 2022 მსოფლიო

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 234 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულ სამხედრო აგრესიას 234 ბავშვი ემსხვერპლა - ინფორმაციას უკრაინის გენპროკურატრა ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 433-ზე მეტი ბავშვია დაშავებული.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, რომელთა რაოდენობა 146-ს შეადგენს. კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში -103, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 49, ლუგანსკის ოლქში -50, მიკოლაევის ოლქში -45, ზაპოროჟიეს ოლქში -28, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირში -15.

ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულა, მათგან 173 სრულად არის განადგურებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა