თეგებით ძიება
29. 09. 2024 მსოფლიო

რომის პაპმა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

რომის პაპმა აღნიშნა, რომ დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს ლიბანში კონფლიქტის გაფართოებას და გამწვავებას.

„ომს აქვს დამანგრეველი შედეგები მოსახლეობაზე.  მოდით ვილოცოთ მშვიდობისთვის. ვთხოვ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ლიბანში, ღაზასა და ისრაელში. დაე, მძევლები გაათავისუფლონ და ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა