თეგებით ძიება

"ერთიანი კავკასიური ლეგიონი" - რუსეთის იმპერიისგან კავკასიის ერების გათავისუფლების მიზნით ახალი ლეგიონი იქმნება

"ერთიანი კავკასიური ლეგიონი" - რუსეთის იმპერიისგან კავკასიის ერების გათავისუფლების მიზნით ლეგიონი იქმნება. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლადო გამსახურდია ავრცელებს და ლეგინის ფიცსა და გერბს აქვეყნებს.

"არ ექვემდებარება არცერთ პოლიტიკურ ძალას!
იდეოლოგია: კავკასიის ერების თავისუფლება რუსეთის იმპერიისგან, კავკასიელი ერების ერთობა და მჭიდრო მეგობრული კავშირი.
მიზანი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ კომპლექსური ბრძოლა და მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე ყოფნა.
შემადგენლობა: გამოცდილი მებრძოლები კავკასიის სხვა და სხვა ქვეყნებიდან.

ფიცი:
ვფიცავ! ვიდგე მშვიდობის სადარაჯოზე!
წინ აღუდგე ბოროტებას!
ვიმსახურო "ერთიანი კავკასიური ლეგიონის" რიგებში
საკუთარი სურვილით!
ვიყო გაუტეხელი და ძლიერი როგორც კავკასიის მთები!
ვიყო მუდამ მზადყოფნაში მტერთან საბრძოლველად, როგორც კავკასიური მგელი!
ვიყო თავისუფალი და ამაყი, როგორც კავკასიური არწივი!
მივიღო ძმად ლეგიონის თითოეული წევრი!
არ ჩავბარდე ცოცხალი ტყვედ!
არ დავტოვო ბრძოლის ველზე თანამებრძოლი!
ვიყო პასუხისმგებელი საკუთარ სიცოცხლეზე!
დავიცვა მშვიდობიანი მოსახლეობა!
დავიცვა თანამებრძოლი!
პირნათლად შევასრულო " ერთიანი კავკასიური ლეგიონის" მეთაურის ბრძანება!
ვემსახურო მშვიდობას!
ვემსახურო თავისიფლებას!
გვფარავდეს ღმერთი!", - წერს გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა