აზარტული თამაშები, ვაჭრობა, მშენებლობა... - რომელ სექტორებს ჰქონდა ყველაზე მაღალი ბრუნვა გასულ წელს?
2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35.1% მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე [აზარტული თამაშები], მეორე ადგილზეა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.7%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 7%-იანი წილით, დამამუშავებელი მრეწველობა - 6.9%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6%-იანი წილით, ხოლო 12.7% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება:
რაც შეეხება წარმოებას, 2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს მშენებლობა (20.5%) და ვაჭრობა (18.6%), შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (17.6%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.8%-ს ინაწილებენ.
საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 66.5%;
- აჭარის ა.რ. – 9.3%;
- იმერეთი – 6.2%;
- ქვემო ქართლი – 5.4%;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3%;
- კახეთი - 2.7%;
- შიდა ქართლი - 2.2%;
- მცხეთა-მთიანეთი - 1.7%;
- სამცხე-ჯავახეთი - 1.5%;
- გურია - 0.9%;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.2%.