თეგებით ძიება

"წავედი! ერეკლე მეფეზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები!" - რატომ დატოვა პაატა გულიაშვილმა "კომედი ჯგუფი"?

მსახიობმა, პაატა გულიაშვილმა "კომედი ჯგუფი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

პაატა გულიაშვილმა დატოვა “კომედი ჯგუფი”, რომელთა გადაცემებიც ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადის. აღნიშნულის შესახებ პოსტი მან თავადვე გაავრცელა სოციალურ ქსელში.

“მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა "კომედი ჯგუფის" ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და ნიჭიერ ხალხს…. არ ღირს ჩემ გამო, ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი…

მე წავედი!
p. s. რაც შეეხება ერეკლე მეფეს, მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები!”,- დაწერა ფეისბუქზე პაატა გულიაშვილმა.

ცნობისთვის, 28 მაისს, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან „ერეკლე II-ის დასაცავად“ ლევან ბერძენიშვილისგან აქცია გაიმართა, რომელშიც პაატა გულიაშვილიც მონაწილეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა