თეგებით ძიება
05. 10. 2024 მსოფლიო

უკრაინელებმა რუსული Su-25 ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი Su-25 ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„თვითმფრინავის ნაწილები ქალაქ კონსტანტინოვკას შემოგარენში ჩამოვარდა. ნამსხვრევები აგრეთვე კერძო სახლებს დაეცა. რამდენიმე მათგანი დაზიანდა. მსხვერპლი ან დაშავებული არავინაა“, - აღნიშნა კონსტანტინოვკას სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გორბუნოვმა.

უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 368 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა