თეგებით ძიება

რა ტერიტორიებს დაიბრუნებს საქართველო? ლელა კაკულია რუკას აქვეყნებს

წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება რუკა, სადაც, როგორც წინასწარმეტყველი აცხადებს, დატანილი ყველა ის ტერიტორია, რომელსაც საქართველო დაიბრუნებს:

"კითხველთა თხოვნით, კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ რუკას, რომელზეც ქალბატონმა ლელამ 1995 წელს დაიტანა კოსმიური ინფორმაცია.
ეს გახლავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა ერთა ლიგის (გაეროს წინამორბედი ორგანიზაცია) მიერ ცნობილ საზღვრებში.
მასზე მონიშნულია საქართველოს დამცავი კოსმიური ენერგიები, ყველა ის ტერიტორია, რომელთაც ჩვენი ქვეყანა უკან დაიბრუნებს, და ასევე რუსეთის არმიის საქართველოდან გასვლის კურსი (წითელი ხაზებითა და ისრებით).

რუკის უკანა მხარეს დატანილია არაერთი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ხელმოწერა - დასტურად იმისა, რომ ნანახი აქვთ მასზე მონიშნული ინფორმაცია.

დააკვირდით: სად არის დასმული ამ გზაზე ბოლო ისარი.
დიახ, ეს გორთან ახლოს ტერიტორიაა (!), სადამდეც მოვიდა კიდეც რუსული ჯარი 2008 წლის აგვისტოში და საიდანაც დაიწყო უკან, მანამდე დაკავებულ პოზიციებამდე გასვლა.
საბოლოოდ კი რუსული ჯარი ამ პოზიციებსაც დატოვებს და, როგორც ქალბატონი ლელა წინასწარმეტყველებს, „უკანმოუხედავად გაიქცევა საქართველოდან საკუთარი საზღვრების დასაცავად“.

მავანთა საყურადღებოდ: ეს რუკა 2008 წლამდე რამდენჯერმე იყო გამოქვეყნებული გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“. ასე რომ, უგუნური ეჭვებისთვის საფუძველი არ არსებობს".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა