თეგებით ძიება

"ერეკლე მეფე და მოღალატე? ვერაფრით ვამართლებ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის ამ შეფასებას" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ლიტერატორ ლევან ბერძენივილის მიერ, ერეკლე მეფესთან დაკავშირებით ნათქვსმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ერეკლე მეფე და მოღალატე?
ვერაფრით ვამართლებ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის ამ შეფასებას.
პირიქით, მკრეხელობადაც კი მიმაჩნია.
რატომ არის მოღალატე? იმიტომ, რომ რუსეთთან გეორგიევსკში სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო?
ის, რომ რუსეთმა გვიღალატა და ჯერ 1801 წელს სამეფო მმართველობა გააუქმა, 1812-ში კი ავტოკეფალიაც წაგვართვა, ერეკლეს ბრალია?
მეფემ იმდროისთვის საკმაოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება მიიღო, მოკავშირე და მფარველი ჰყოლოდა ქრისტიანული რუსეთის სახით იმის ფონზე, რომ საქართველო დაქუცმაცებული და ძალაგამოცლილი იყო. ჩვენს ტერიტორიებს ერთი მხრიდან სპარსელები უტევდნენ, მეორე მხრიდან ოსმალები, მესამე მხრიდან - დაღესტნელები.
კიდევ რამდენს უძლებდა ქართველობა, გასაკვირია.
ამ ფონზე 1783 წელს ფორმდება გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში ტრაქტატი.
ერეკლეს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მისი არაერთი ელჩის გაგზავნა ევროპის სახელმწიფოების კარზე, არაერთი ქართველი მეფის მცდელობა მოკავშირე მოეძებნა იმავე რუსეთში, დასავლეთ ევროპაში, ასევე, ვატიკანში.
შეიძლება, ბატონი ბერძენიშვილი სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ აშკარად ცუდად თქვა.
ერეკლე იყო უდიდესი მეფე, მამაცი, ძლიერი, ჭკვიანი და საქართელოს ერთგული.
15 წლის იყო, უშუალოდ თვითონ რომ შეება ლეკებს და გაიმარჯვა.
მას შემდეგ ცხენიდან არ ჩამოსულა. 500-მდე ომი და ბრძოლა გადაიხადა და მათგან რამდენიმეს გარდა, ყველა
მოიგო. ჯარს თავად მიუძღოდა.
არაერთი რეფორმა გაატარა როგორც სახელმწიფოებრივი, ისე, ეკონომიკური და სამხედრო.
მაშინდელი მსოფლიოს არაერთი დიდი პიროვნება და თვით ევროპული პრესა აალაპარაკა.
პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორე დიდმა თქვა: "დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე."
ერეკლეს ისლამურ სამყაროში "გურჯისტანის აშვებულ ლომს" უწოდებდნენ.
ჩვენთან პატარა კახი შეარქვეს ტანდაბლობის გამო, მაგრამ დიდი გული ჰქონდა და ის გული სამშობლოსთის ძგერდა", - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა