თეგებით ძიება

"ლევან ბერძენიშვილს ჩემი დაცვა არ სჭირდება, უბრალოდ მადლობას ვეტყვი, ჩვენს გარშემო დაბუდებული წყვდიადის განათებისთვის" - ლევან ბერძენიშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"წიგნის ფესტივალზე ბევრ საინტერესო რამესთან ერთად, ორი განსაკუთრებით სასიამოვნო მოულოდნელობა დამხვდა-ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია, ავტორის მიერ…და ჩემი წიგნი გამომცემლობა ‘არტანუჯის’ თაროზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბუბა კუდავას მისი გამოცემისთვის, ქართულ და რუსულ ენებზე.
2019 წელს, სწორედ ბატონ ლევანს ვთხოვე პატივი დაედო და ჩემთან ერთად წარედგინა წიგნი მკითხველისთვის.
ლევან ბერძენიშვილს ჩემი დაცვა არ სჭირდება, უბრალოდ მადლობას ვეტყვი, ჩვენს გარშემო დაბუდებული წყვდიადის განათებისთვის.
იმედია, დიდ ხანს გააგრძელებს კაშკაშს და კიდევ ბევრ ადამიანს ასწავლის აზროვნების ხელოვნებას", - წერს სამადაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა