თეგებით ძიება

ვიდრე ერდოღანი თურქეთის მეთაურია, ნატოში შესვლაზე ვერ გავცემთ დადებით პასუხს ქვეყნებს, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ - ერდოღანი

ვიდრე ერდორანი თურქეთის მეთაურია, ჩვენ ნამდვილად ვერ ვეტყვით „დიახ“ იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ვიდრე ერდოღანი თურქეთის მეთაურია, ნატოში შესვლაზე ნამდვილად ვერ გავცემთ დადებით პასუხს ქვეყნებს, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ. ისინი [ფინეთი და შვედეთი] არ არიან პატიოსნები და გულწრფელები. ჩვენ არ შეგვიძლია გავიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომა იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც კვებავენ ასეთ ტერორისტებს ნატოში, რომელიც უსაფრთხოების ორგანიზაციაა“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ნატოს ყველა წევრის მხარდაჭერის გარეშე შვედეთი და ფინეთი ვერ შეუერთდებიან სამხედრო ალიანსს. ორივე სკანდინავიური ქვეყანა უარყოფს ქურთი მებრძოლების მხარდაჭერას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა