რიკოთის უღელტეხილზე 52კმ-დან 36კმ დასრულებულია - გიორგი წერეთელი
იცით, რომ რიკოთის უღელტეხილზე, ფაქტობრივად, 52კმ-დან 36კმ დასრულებულია. ძალიან მალე დამატებით კიდევ 12-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა.
მისივე თქმით, მთლიანობაში რიკოთის გზის 48კმ მალე დასრულებული იქნება.
„გაგრძელდება საამშენებლო სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე. ასევე, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება. ფაქტობრივად, ასევე გრძელდება სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე საამშენებლო სამუშაოები და მთლიანობაში აღნიშნული მონაკვეთის დასრულება 2025 წლისთვის გვაქვს გეგმაში. ანუ, თბილისიდან ბათუმამდე 2025 წელს სრულად იქნება დასრულებული საავტომობილო მაგისტრალური გზა, რომელიც მოგვცემს ძალიან დიდ ეფექტს როგორც დროითი, ასევე ხარჯვითი თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.