თეგებით ძიება

"საქართველოში თალიბანის იდეოლოგია იდგამს ფეხს ნაბიჯ-ნაბიჯ... წაგლეკავთ ხალხო ამდენი აგრესია" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ამასობაში საქართველოში თალიბანის იდეოლოგია იდგამს ფეხს ნაბიჯ-ნაბიჯ...
ქალთკვლა...
განსხვავებულის სასიკვდილოდ ცემა...
განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული უსაგნო, ლაჩეული და აბსურდული ძალადობრივი კამპანია...
სულებისთვის ბრძოლა (თითქოს მართლა ვინმე ვნებდეს) მაშინ როცა ოკუპაციის ხაზმა ლამის თქვენს საძინებელში გაიაროს...
ლამის ნეკროფილიად ქცეული ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა და მერე უკვე მიცვალებულის გაფეტიშება...

წაგლეკავთ ხალხო ამდენი აგრესია. თქვენ თვითონვე მოგიყოლებთ ეს ტალღა. კიდევ ცოტაც და ვეღარ გააჩერებთ ამ ბოროტებას. ოხრად დაგრჩებათ ეგ მილიონიანი საათების და მანქანების კოლექციები. თქვენს შვილებს მოუწევთ ხარშვა ჯოჯოხეთის ქვაბში რამელსაც ყოველდღიურად უკეთებთ ცეცხლს", - წერს ნანა გეგეჭკორი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა