თეგებით ძიება

"ნებისმიერი ჩვენგანი, სხეულის სახით "ნაქირავებში" ვცხოვრობთ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ქალების მიმართ ძალადობას ეხმაურება.

"ტრანსგენდერებს რომ ხროვა შეუვარდა სახლში, იმედია უპასუხოდ არ დარჩა ეს პოლიციისგან. ამ ადამიანების ნორმალურ პირობებს რომ არავინ უზრუნველყოფს, რომ სამსახურის, სწავლის, ყველა საზოგადოებრივ აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ამის ნაცვლად, სიცოცხლესაც რომ მუდმივად საფრთხე ემუქრება, როდესმე რამე ხომ უნდა გაკეთდეს, რომ ეს არაადამიანური დამოკიდებულება შეიცვალოს.

მეორეხარისხოვანი ადამიანები ჰგონია ვინმეს? სინამდვილეში, ყველა ის ფენომენი, რომელიც აღინიშნება სიტყვით "ტრანს", არის იმდენად საინტერესო, პრიმიტიული უნდა იყო, რომ ადამიანთან მეგობრობით, მისი უნიკალური გამოცდილების გაზიარებით კი არ განავითარო შენი აზროვნება, არამედ დაარბიო და დევნო. ნებისმიერი ჩვენგანი, სხეულის სახით "ნაქირავებში" ვცხოვრობთ და სანამ გავსახლდებით, მთელი ცხოვრება ინტერიერის და ექსტერიერისაც მორგებას ვცდილობთ, გინდაც რემონტს. ყველას გვაქვს ტანჯვა, რომ სახლი საკუთარი არაა და ადრე თუ გვიან მისი დატოვება მოგვიწევს. ხოდა ჩვენი ნაგვიანი ქოხი დავალაგოთ, სხვა მიხედავს თავისას", - წერს ფსიქოლოგი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა