თეგებით ძიება

"ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის შესახებ საუბრობს.


"პრინციპის და სწორის და
არასწორის საკითხია, თორემ
პირადად ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება.

ეგ ის ადამიანია ვინც საზოგადოების ყველა მავნე ინსტიქტით ისარგებლა იმისთვის, რომ პოლიტიკური მეტოქეები უბინძურესი მეთოდების გამოყენებით გაეშავებინა - 2007 წელს სიამოვნებით სწამებდა ცილს გიგა ბოკერიას და პატრიარქის ცემაში ამხელდა - უსაზიზღრესი შარლატანია.
მაგრამ პრინციპი, არის პრინციპი - მას აქვს უფლება სისულელეები ილაპარაკოს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


შეგახსენებთ, ფილოლოგი და პოლიტიკოსი, "რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს. – "რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?“.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა