თეგებით ძიება

"იორდანეში ხალხის ყვინთაობა და წმინდანი სახეებით დგომა, ვერ გაქცევთ ქრისტიანებად!" - დომენიკ მანგო

საქმოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელშ სტატუსს აქვყნებს:

"სანამ ქრისტეს მოძღვრება ისტორიად იქნება აღქმული, იქამდე ვერ იქნებით ქრისტიანები. სანამ ნათვლას შეეცდებით წყლის მიბკურებით, ვერავის ვერ მონათლავთ. იოანე იორდანეში ისე კი არ ნათლავდა, როგორც მდინარეში - არამედ იქ ქადაგებდა და გზებს ასწორებდა ქრისტესთვის.
"მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; ჩემ შემდეგ მომავალი კი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ! ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით”
მატერიალურ ფასეულობებად გადაქცეული ქრისტიანობა, კვადრატ მიწებად დაყოფილი საკუთრებები, იქ იორდანეში ხალხის ყვინთაობა და წმინდანი სახეებით დგომა, ვერ გაქცევთ ქრისტიანებად! არცერთი ბავშვი, დიდი, ქალი თუ კაცი არ არის მონათლული, ვინც აქამდე წყლის მიბკურებით მონათლეს, მათშორის არც მე! იორდანეში კი არა, მთელი მსოფლიოს წყალშიც რომ მაყვინთაოთ ან აყვინთაოთ ნებისმიერი, ვერ მონათლავთ იმ რწმენის გარეშე, რასაც ქრისტიანობა ქვია. მას სულის სიმწიფე და ცეცხლი სჭირდება, რომელითაც დაფერფლავ შენს ძველ მეს და გზას გაუდგები ახალი მეთ (როგორიც არ უნდა იყოს ის), რომელიც ჭეშმარიტებამდე მისასვლელად დაგჭირდება.
მორჩით "ნათლობანას" - ნამდვილი ნათლობა ჯერ არც შემდგარა", - წერს მანგო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა