თეგებით ძიება

"ეს კაცი გამოუშვით, თუ გინდათ, რომ უფრო მძიმე ტალღა არ მიიღოთ, ნაცებო!" - ნათია ბერიძე ბერძენიშვილზე ძალადობაში ბრალდებულზე

POSTV - ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებული, ირაკლი ხომასურიძის გათავისუფლებას მოითხოვს.

"ეს კაცი გამოუშვით თუ გინდათ, რომ უფრო მძიმე ტალღა არ მიიღოთ, ნაცებო! რამდენ კაცს დააჭერინებთ?!
ამ კაცს ნაცებმა აქციის დარბევის დროს თვალი ამოთხარეს! ამ კაცის თვალის ამომთხრელი დაიჭირეთ და მერე მოსთხოვეთ ამ ადამიანს პასუხი მის ქმედებაზე! მანამდე მორალური უფლება არავის აქვს რომ დაიჭიროს ადამიანი ვინც დააინვალიდა იმ სისტემამ ვისაც ბერძენიშვილი და სამნიძე წარმოადგენს!", - წერს ბერიძე.

ცნობისთვის, დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა