თეგებით ძიება

"შეიტყო, რომ მიჭირდა, დედა მყავდა შეუძლოდ..." - რა სიურპრიზი მოუწყვეს დათო ოქიტაშვილს?

კულტურის პალატის თავმჯდომარე, დათო ოქიტაშვილი

"რა გრძნობა შეიძლება დაგეუფლოს ადამიანს, როცა 15 წლის უნახავი მეგობარი გრძელ გზას გამოივლის, სხვა კონტინენტიდან გამოემგზავრება და მოულოდნელად დაგადგება თავს, ისე, თითქოს გვერდით კორპუსში ცხოვრობდეს. გამოგეცხადება და გეტყვის - არ ინერვიულო, მე შენ გვერდით ვარ! არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არავითარი ახსნა-განმარტება. შეიტყო, რომ მიჭირდა, დედა მყავდა შეუძლოდ, ოპერაციისთვის ვემზადებოდით...
მისი ეს სიტყვები, მისი თვალები ხომ არასოდეს დამავიწყდება! ჰოდა, ეს არის ნამდვილი მეგობრობა, რომელსაც სიშორე და მანძილი ვერაფერს აკლებს, რომელსაც სიმშვიდე და იმედი მოაქვს ერთდროულად.
გმადლობ, ჩემო მეგობარო, გმადლობ, რომ ხარ ჩემ გვერდით! მე უკვე ძლიერი ვარ, რომ კვლავ ერთად ვართ, სალაპარაკოც ბევრი დაგვიგროვდა", - წერს ოქიტაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა