თეგებით ძიება

ემიგრანტი, რომელიც პოლონეთის გავლით სამუშაოდ გერმანიაში მიდიოდა, დააკავეს - ქართველი ბიჭი დახმარებას ითხოვს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლევან შავგულიძე წერს, რომ ის პოლონეთში, საზღვარზე დააკავეს და დახმარებას ითხოვს.

"მოკლედ ასეთი ამბავი მაქვს .. გუშინ ჩამოვფრინდი ვარშავაში, ჩოპინში აქედან გერმანიაში უნდა გავმგზავრებულვიყავი, პასპორტ კონტროლთან გავლის პროცესში მეკითხებიან, რატო ჩამოხვედიო? - რა თქმა უნდა, ვუთხარი, რო სამუშაოდ ჩამოვედი. ცოტა ხანი ლოდინის შემდეგ, მოვიდნენ პოლიციელები და გვერდით ოთახში გამამწესეს, ცოტა ხანში მოდიან და მეუბნებიან, რომ დავრეკეთო შენს სამსახურშიო და მანდ აღარ მუშაობო. ხმა არ ამომაღებიეს არ მომისმინეს და გამამწესეს სადღაც ოთახში ვარ ორიდღეა ჩაკეტილი, სადაც ვიღაც მოხუცი კაცი ზის. ყოველ დილით ეუბნებიან, რომ ხვალ გაუშვებენ, მალე ერთი კვირა გახდება, რაც საწყალი კაცი ნერვიულობს და არ დაადგა საშველი .. ჩემს სამსახურში რეალურად არ დაურეკავთ და მოიტყუეს, რომ გაარკვიეს და ადამიანურად ვთხოვ, რო თავიდან დარეკონ, მაგრამ უარზე არიან ... ვითხოვ ადვოკატს და არც ამაზე აქვთ რეაგირება.. გუშინ უკეთესი სმენა იყო, დღეს სიგარეტიც კი არ მომაწევიეს .. რა ხდება ასეთ დროს და როგორ დავიცვა ჩემი უფლებები, როუმინგი მაქვს ჩართული და ბოლო მეგაბაიტები დამრჩა", - წერს ლევან შავგულიძე ფეისბუქ ჯგუფში "მოგზაურთა კლუბი".

ემიგრანტი, რომელიც პოლონეთის გავლით სამუშაოდ გერმანიაში მიდიოდა, დააკავეს - ქართველი ბიჭი დახმარებას ითხოვს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა