თეგებით ძიება

"ავტომობილი, რომელიც გაჩერებულია სიცხეში, ჩრდილში აწეული შუშებით... ეს ყველამ უნდა იცოდეს!!!"- რას წერს ავთო დვალიშვილი?

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერი, ავთო დვალიშვილი პოსტს აქვეყნებს:

"ეს ინფორმაცია ყველამ უნდა იცოდეს!!!
ავტომობილი, რომელიც გაჩერებულია სიცხეში, ჩრდილში აწეული შუშებით, დღის განმავლობაში სალონში გამოჰყოფს 400დან 800 მგ-მდე ბენზოლს. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი გაჩერებულია მზეში, ბენზოლის დონე სალონში 2000 დან 4000 მგ აღწევს, რაც დასაშვებზე 40 ჯერ მაღალია!
ბენზოლი არის სახიფათო ტოქსინი, რომელიც სასუნთქი გზების საშუალებით გადადის სისხლში და აზიანებს თირკმელებს, შლის ძვლებს, ვნებს ღვიძლსა და სხვა ორგანოებს, იწვევს კიბოს! ყველაზე ცუდი ის არის, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანის ორგანიზმში.
ინსტრუქციაში, რომელიც ახალ ავტომობილებს მოყვება, ნათლად წერია - როდესაც ავტომობილში ჩაჯდებით და კონდინციონერს ჩართავთ, 2 წუთით დატოვეთ ფანჯრები ღია! რატომ უნდა გააკეთოთ ეს, არცერთი მწარმოებელი არ აღნიშნავს, რადგან აღნიშნული მესიჯი ავტომობილის მწარმოებლის იმიჯს მეტნაკლებად შელახავს.
კვლევების მიხედვით, სანამ კონდინციონერი დაიწყებს ჰაერის გაციებას, იგი გამოჰყოფს პლასტმასის ცხელ ჰაერს, რომელიც შეიცავს ბენზოლს, სახიფათო ტოქსინს, რომელიც იწვევს კიბოს და აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს ( გამოირჩევა გაცხელებული პლასტმასის სპეციფიური სუნით, რომელიც კონდინციონერს ჩართვის თანავე თანსდევს რამდენიმე წუთით) ამიტომ, სანამ სუნი არ გავა, ფანჯრებს არ აუწიოთ.
ავტომობილის დაქოქვამდე აუცილებელია გააღოთ ფანჯრები რამოდენიმე წუთით და შემდეგ ჩართოთ კონდინციონერი, ფანჯრები არ დაკეტოთ ჩართვიდან კიდევ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, ხოლო რამოდენიმე წუთის შემდეგ აუწიეთ შუშებს და იმგზავრეთ მშვიდად.
ეს ინფორმაცია აუცილებელად გაუზიარეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს!!! გისურვებთ ჯანმრთელობას ,,პრემიუმ ავტო", - წერს დვალიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა