თეგებით ძიება

"საჯარო პირის ინტერნეტში შეურაცხოფა მართლა აიკრძალა?" - ქეთი დევდარიანი

სცენარისტი, ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ჩვენს ნამდვილ ვაჟკაც ქართველ ორგზის პრემიერზე, რომელმაც გარეჯი დაგვიბრუნა, ნაცები ალაგმა, ეკონომიკა სათუხთუხოდ შემოდგა რუსებს ქიცი უთხრა, ევროპას კი - ქიცმაცური, ომი აგვარიდა, მართლმადიდებლობა გაგვიმყარა, მშვიდობას დაასადგურებინა, გლახაკთ საჭურჭლე მისცა, ათავისუფლა მონები,
დაამდიდრა ყოველი (ობლები, არასმქონენი) ... ამ პიროვნების, როგორც საჯარო პირის ინტერნეტში შეურაცხოფა მართლა აიკრძალა? თუ ჭორია.
და მხოლოდ საჯარო პირებზე თუ ვრცელდება ეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე რომ ვინმემ რამე დაწეროს, დაუსჯელი დარჩება, რადგან ის საჯარო პირი არაა?! იქნებ შესწორება შეიტანოთ ამ კანონში?!
მადლობა", - წერს დევდარიანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა