თეგებით ძიება

"საქართველოდან ჩემი გატაცება და აზერბაიჯანისთვის მიცემა ივანაშვილის დავალებით განხორციელდა" - რას წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი?

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2017 წელს მისი საქართველოდან გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადირება, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელდა.

"ევროპარლამენტმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო. დიდება შენდა!
ივანაშვილი არის ქურდი, მექრთამე და კორუმპირებული. არჩევნების გამყალბებელია, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს ჰარამს ამატებს და ფულით ამომრჩეველს ყიდულობს. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მონა ჩვენს რეგიონში. საქართველოდან ჩემი გატაცება და აზერბაიჯანისთვის მიცემა ივანაშვილის დავალებით განხორციელდა. ახლა კი მისი მითითებით სისხლის სამართლის საქმე არ არის გამოძიებული. მაგრამ იმედია ამ ქურდსაც ექნება ცოტა დრო ხელისუფლებაში.
უკრაინა იბრძვის ყველა ჩვენგანისთვის. მარტო რუსული აგრესიისგან კი არა პატარა ნაბიჭვრებისგანაც გვიხსნის", - წერს ჟურნალისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა