თეგებით ძიება

ქველმოქმედების სახით რა პროექტები აქვს ივანიშვილს საქართველოში განხორციელებული? - ნახეთ, სია

ჟურნალისტი, ლიზა გეგეჭკორი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედებების სიას აქვეყნებს და ბიზნესმენს მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩემი მხარდაჭერა ამ ყოველივეს გამკეთებელს
ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოთვის ქველმოქმედების სახით განხორციელებული პროექტების არასრული სია:
1.ააშენა სამების ტაძარი
2.გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა თსუ-ს 1 კორპუსი
3.გაარემონტა კონსერვატორია
4.გაარემონტა სამხატვრო აკადემია
5.გაარემონტა პირველი კლასიკური გიმნაზია
6.ააშენა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
7.ააშენა ფრანგული სკოლა
8.საქართველოში ააშენა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა 36 სკოლა
9.გარემონტდა 400-ზე მეტი სკოლა
10.აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარა 540 ტაძარს და ძეგლს. (აგრეთვე კაცხის მონასტერს, ვარძიას, მცხეთა – სვეტიცხოველი, გერგეტის სამებას, უფლისციხეს და ა.შ.)
11.ჯანსულ კახიძის მუსიკალური ცენტრს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია
12.ოპერისა და ბალეტის თეატრს სრული რეკონსტრუქცია
13.განაახლა და სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს (ფილარმონია)
14.შოთა რუსთაველის თეატრს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია,
15.მარჯანიშვილის თეატრს ჩაუტარა სრული რეკონტრუქცია
16.გრიბოედოვის თეატრის სრული რეკონსტრუქცია
17.თავისუფალი თეატრის სრული რეკონსტრუქცია
18.მოზარდმაყურებელთა თეატრი
19.თუმანიშვილის თეატრი
20.მარიონეტების თეატრი
21.მუსიკისა და დრამის თეატრი
22.მსახიობების ხელფასით უზრუნველყოფა
23. ააშენა ბათუმის დელფინარიუმი
24.ბათუმის ზოოპარკი
25. ბათუმის ეშმაკის ბორბალი
26.გასართობი ცენტრი “ციცინათელა”
27.სიღნაღის სრული რეკონსტრუქცია
28.ბაკურიანის საბაგირო გზა
29.საქართველოს ეროვნული მუზეუმი
30.ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
31.იოსებ გრიშაშვილის სახლმუზეუმი
32.აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი
33.მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი
34.თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი
35.ებრაელთა მუზეუმი
36.დააფინანსა 20-ზე მეტი მუსიკალური ანსამბლი
37.პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
38.ბოტანიკური ბაღი
39.2004-2007 წლებში მინისტრების, დეპუტატებისა და ა.შ. პირების ხელფასები
40.დააფინანსა სტიქიით დაზარალებულები
41. უამრავ ადამიანს უფასოდ უმკურნალა და არაერთ სტუდენტს აფინანსებს საზღვარგარეთ. 42. საერთაშორისო აუქციონებზე შეიძინა ფიროსმანის რამდენიმე ნახატი და მუზეუმს გადასცა საჩუქრად.
43.ქართული ჯარის ყაზარმების რემონტი და ხელფასები
44.საპატრულო პოლიციის სრული ეკიპირება და დაფინანსება
45.სოფელ ჭორვილის მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობა და მათთვის ყველანაირი დახმარების გაწევა
46.ურეკის დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა
47.ძვ. თბილისის რეაბილიტაცია
48.გორი-ჭიათურა-ზესტაფონი ტრასის ასფალტიზაცია
49. თბილისი ხაშურის ავტობანის თანადაფინანსება
50.ქუთაისის ძველი უბნის რეაბილიტაცია
51. საპატრულოს ავტომობილები
52.საჩხერის და გორის სამხედრო ბაზები
53.ყველა სარაგბო სტადიონი
54.რაგბის ნაკრების დასპონსორება
55.საფეხბურთო ცენტრი “ბასა”
56. თბილისის კანალიზაცია
57.აშენდა და გარემონტდა საჩხერისა და ურეკის კულტურის სახლები
58.აშენდა ბოტანიკის ინსტიტუტი
59.აშენდა პოლიციის შენობები
60.ფინანსდება ისტორიული საბავშვო ჟურნალი ,,დილა”
61.განახლდა ბაკურიანისა და საჩხერის კინოთეატრები და ხელოვნების სახლები
62.საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის ეკიპირების შესაძენად და ხელფასებისათვის წლების მანძილზე ფინანსდება 14 სპორტული ფედერაცია და 6 სპორტული კლუბი
63.ათიათასობით წიგნი საჩუქრად გადაეცა საქართველოს ეროვნულ, მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს
64.წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას სისტემატურად იღებს ხელოვნებისა და სპორტის 500-ზე მეტი მოღვაწე.
65.ააშენა და სახელმწიფოს გადასცა საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena
ჯამში ქველმოქმედებისათვის გაიღო 3 მილიარდ დოლარზე მეტი და ახლაც აგრძელებს ქველმოქმედებას", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა