"ერთადერთი რეალური ქველმოქმედი ივანიშვილი მიგვასანქცირებინეთო, ჩოხები გაიხადეთ და კოლგოტები ჩაიცვითო..." - ლალი მოროშკინა
პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება.
"დღეს ჩემთვის ყველა ჩემი ქვეყნის მოწინააღმდეგე ევროპელი ეს ხართ...
კლოუნადა გრძელდება.
მით უფრო საინტერესოა ფინალი!!!!
აი გული მიგრძნობს, როგორ მძიმედ დასრულდებით...".
"გახსენით მეორე ფრონტიო,
შეაკალით დარჩენილი ბიჭები ჩვენს პოხონდრიებსო,
ერთადერთი რეალური ქველმოქმედი ივანიშვილი მიგვასანქცირებინეთო,
დამნაშავეები გამოუშვით და უდანაშაულოები ჩასვით ციხეშიო,
დაანგრიეთ ქვეყანა, ჩოხები გაიხადეთ და კოლგოტები ჩაიცვითო...
ფარდა" - წერს მოროშკინა.