თეგებით ძიება
24. 12. 2024 ვიდეო

"ამ ამბავში არაფერი უბედურება არ არის, რომ ვინმე შეცდომაში შეიყვანოს" - რას ამბობს მაკა შალიკაშვილი სკანდალურ ვიდეოზე, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

მსახიობი მაკა შალიკაშვილი სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მან ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე, ნაძვის ხის მნიშვნელობაზე ისუბრა, რასაც სოციალურ ქსელში გახილვა მოჰყვა. მოქალაქეები წერენ, რომ ეს ისტორია მაკა შალიკაშვილმა მოიგონა და მსგავსი არ არსებობს.

"როდესაც პატარა იესო დაიბადა და მას სდევნიდნენ, დედამ, მარიამმა ის წამოიყვანა, როდესაც მტერი მოსდევდა მოსაკლავად, ტრიალმინდორზე იყვნენ და იქ მხოლოდ ერთი ნაძვის ხე იდგა. მათ ნაძვის ხეს შეაფარეს თავი. ამ დროს მოხდა სასწაული, ნაძვის ტოტები დაბლა დაეშვა და ყრმა იესო მტრისგან დაიფარა. აი, ეს არის ნაძის ხე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია" - თქვა მაკა შალიკაშვილმა.

"პალიტრავიდეო" მაკა შალიკაშვილს დაუკავშირდა, როგორც მსახიობი ამბობს, მისი ნათქვამი დაამახინჯეს და ვიდეოდან სწორედ ის ნაწილი ამოჭრეს, სადაც ამბობს, რომ "ასეთი თქმულება არსებობს" და ის არაფერს ამტკიცებს.

"მე ვთქვი, რომ ასეთი თქმულება არსებობს, ასე დავიწყე ეს ისტორია. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი მოაშორეს. ბიბლიაც დაწერილია და სახარებაც. არაფერს ვამტკიცებს. უბრალოდ, ასეთი თქმულება იყო. ასეთი თქმულება რომ არის, ეს რა თქმა უნდა, ამოჭრილია. ამ ამბის მთავარი აზრი არის - სიკეთე. იმდენ სიბოროტეს აჯერებენ ბავშვებს, მოდი, სიკეთე დავაჯეროთ. ამ ამბავში არაფერი უბედურება არ არის, რომ ვინმე შეცდომაში შეიყვანოს. ამის შემდეგ თუ ვინმეს სიყვარულით ააწყობს და დადგამს სახლში ნაძვის ხეს, ამით არაფერი დაშავდება. მთავარია, ერთმანეთს არ ვუსურვოთ ბოროტება," - განაცხადა მაკა შალიკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა