თეგებით ძიება

"ამდენი მილიარდი დაახარჯა კაცმა სამშობლოს და მაგის დასანქცირება იქნებოდაო?" - ირინა სარიშვილი

ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი პოსტს აქვეყნებს:

"ამდენი მილიარდი დაახარჯა კაცმა სამშობლოს და მაგის დასანქცირება იქნებოდაო? იკითხა ვატო შაქარიშვილმა და მგზავრებს გადახედა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ხომალდზე. ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის წყლებიდან ამოგლეჯილ ღეროს ნერვიულად წუწნიდა. სეხნია კობახიძე ქოჩორს აწვალებდა. ევროპარლამენტი ევროპა არ არიო, ექსპერტი აბაშიძე ბუტბუტებდა. უცნობი ფულის შეგროვების ახალ გზებს სახავდა. და ამ იდილიას მხოლოდ ლალი მაროშკინას თავგანწირული კივილი არღვევდა - ბორენკას შეეშვით თორე რაც აქამდე მითმენია ერთი არ აგცდებათო. ნეტა რა არ უნდა აგვცდესო - თინა კანდელაკმა რწყევა შეწყვიტა და იმედის თვალებით გადახედა ექსტრასენს ციმინტიას, რომელსაც იესოს დედის სახელი ერქვა...
"რუსული ხომალდის მგზავრები"
(ეპიზოდი 4)", - წერს სარიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა