თეგებით ძიება

"რა ელოდება ივანიშვილს სანქციებით?" - რას წერს თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"რა ელოდება ივანიშვილს სანქციებით?
სხვა ქვეყნებში ვეღარ წავა? - მერე რა, ხომ უყვარს მას საქართველო და ხომ გიყვართ თქვენ ბიძინა? - იყოს, ნუ წავა.
ქონებას დაუყადაღებენ? - დიდი საქმე, ეგ ხო ქონების გამო არ გიყვართ?
აქაც საკმარისი ქონება აქვს.
პოლიტიკაში ვერ ჩაერევა? - ხომ ამტკიცებს არ ვერევიო?
დაიჭერენ? - ხომ იძახის სასამართლო რეფორმა ჩავატარეო და ხომ თვლის, რომ კარგი სასამართლო სისტემა შექმნა?
ფულს ვეღარ იშოვის? - ხომ თქვა, ფული არ მაინტერესებს, ფონდში ვრიცხავ ყველაფერს და კაპიკებს ვიტოვებ, მე მეცენატი ვარო?
რისგან იცავთ, მაინც ვერ გავიგე:)
და აგერ, კომენტარებში როგორც შემახსენა მეგობარმა, სანქციები ხომ მაინც არ მუშაობს? იმ სანქციებისგან იცავთ, რომელიც არ მუშაობს?
მეტიც, ხო ამტკიცებთ რუსეთი გამდიდრდა სანქციების დროსო? ივანიშვილიც გამდიდრდეს იქნება, რა იყო", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა