თეგებით ძიება

"დათიკომ ფეხის ამბავი გაიგო.... გული მტკივაო ამბობს აღარც მადა აქვს და სულ უხასიათოდაა" - დათის დედა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დათის თავისი ფეხის ამბავი გაიგო.

"პირველი რაც იკითხა იყო “ჩემმა ძმებმა თუ იციანო“. თითქოს დიდად არ გამოხატავდა ემოციებს და მიხაროდა რა მშვიდად მიიღოთქო, მაგრამ აღმოჩნდა რომ შინაგანად ძალიან განცდებშია და დეპრესია დაგვეწყო სულ დაღლილია და ეძინება. გული მტკივაო ამბობს აღარც მადა აქვს და სულ უხასიათოდაა. ძალიან ოფლიანობს და სატურაციას ვეღარ ვიჭერთ ჟანგბადის ნიღბის გარეშე.თავიდან ფილტვების ანთება ან კოვიდი გვეგონა,მაგრამ გამორიცხეს. მჯერა ამასაც მალე გადავაგორებთ, “- წერს დათის დედა.

შეგახსენებთ, 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა