თეგებით ძიება

"რაც არ უნდა ადიდოთ ივანიშვილი, არაფერი მაგ კაცს აღარ ეშველება" - ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ოცნების წევრებო და მხარდამჭერებო: რაც არ უნდა მანიფესტები და პეტიციები წეროთ, რაც არ უნდა წყევლოთ ევროკავშირი, რაც არ უნდა ადიდოთ ივანიშვილი, არაფერი მაგ კაცს აღარ ეშველება. როდის დაუწესებენ სანქციებს ოფიციალურად– ხვალ, ზეგ, ერთი წლის შემდეგ, თუ საერთოდაც არა, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მისი ფიგურა და მისი როლი უკვე შეფასებულია საერთაშორისო უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე და განაჩენი გამოტანილია– ის არის ოფიციალური კეთროვანი მსოფლიო მაშტაბით. არავინ, არასოდეს მას აღარ გაეკარება, აღარც დიპლომატი, აღარც ელჩი, აღარც ბიზნესმენი, აღარც ტიკტოკერი, აღარც სტიუარდესა და აღარც თავმოყვარე პარიკმახერი არსად ცივილიზებულ სამყაროში. არცერთი წესიერი ბანკი აღარ მოემსახურება. ეს არის წყალგაუვალი ჭეშმარიტება და აღარ შეიცვლება. ვისაც უყვარს უგონოდ და თავდავიწყებით, მათ ვერაფერს ვურჩევ. სიყვარული ბრმაა, მაგრამ ვისაც გონი შეგრჩენიათ და საკუთარ მომავალზე ფიქრობთ, შეეშვით მაგ კაცს. ახლა ყველას ამოცანა უნდა იყოს, ეს ქვეყანა ნაკლებად დაზარალდეს იმ უბედურებით, სადაც აღმოვჩნდით. მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ რამე გაიგოთ, მაგრამ რა ვიცი, მე მაინც ვალი მოვიხადე და გითხარით", - წერს სულაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა