თეგებით ძიება

"რომ არ მეშინოდეს..." - რას წერს თინა ხიდაშელი?

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმმაურება:

"ამ გამცხადებას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას ზუსტად რომ არ ვიცოდე ვერასოდეს გაბედავდა რამე მსგავსის თქმას რომ არა ბატონთან საუბრიდან გამოყოლილი ემოცია, სათქმელი, გზავნილი …

- რომ არ მქონდეს რწმენა რომ ოცნების იმ ნაწილის ოქროს ხანაა ვისაც არც არასოდეს უნდოდა, არასოდეს სჯეროდა, არასოდეს უბრძოლიათ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის…

- რომ არ მეშინოდეს, რომ ეს განცხადება მხოლოდ პრელუდიაა (დღეს კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში), ოფიციალურ დონეზე დიდი ანტიდასავლური რიტორიკის დასაწყისისა;

- რომ არ ვიცოდე როგორ წალეკავს ქვეყანას ყველა აქამდე დათრგუნული, მაგრამ არ გამქრალი პრორუსული, ანტი/დემოკრატიული, საბჭოური მანკიერება;
მოკლედ დღეს ეს განცხადება არც არაფერია, ჩალის ფასია, ერთი უგუნური ამოძახილია, მაგრამ ხვალ შეიძლება ქვეყანაში ღიად განცხადებული ოფიციალური ტრენდი გახდეს და ამაზე უნდა ვიფიქროთ ", - წერს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა