თეგებით ძიება

"ამ შოკის გადატანა ყველა საღ ადამიანს მოუწევს მტკივნეულად, გონებასუსტები, ცხადია, "გამარჯვებას იზეიმებენ" - დემურ გიორხელიძე რუსეთ-უკრაინის ომზე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში მსჯელობს:

"ავდეევკიდან სლავიანსკამდე ერთ აგლომერაციაში ქალაქები
ერთმანეთზეა გადაბმული: როგორც ჩანს, სლავიანსსკში და მის ირგვლივ თავმოყრილია 60-70 ათ. უკრაინელი სამხედრო!
ელიტური სპეცრაზმი შეტევებს ახორციელებს სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის მიდამოში და ნებისმიერ მსხვერპლად ცდილობენ საყრდენების შენარჩუნებას...
არ მინდა ვისაუბრო მიზეზებზე!

მაგრამ ადამიანი, რომელიც ამ ხოცვა-ჟლეტას მშვიდად უყურებს, - ფსიქიკურად ნორმალური არ მგონია!
მე მგონი, სლავიანსკამდე 20-მდე კმ-იც კი არაა დარჩენილოი და იქ რა იქნება, წარმოდგენაც კი შემზარავია!
როცა ადამიანები ეგუებიან ხოცვა-ჟლეტას,
მათ სიფხიზლე უდუნდებათ და ადრე თუ გვიან,
საკუთარ თავს დიდი განსაცდელის წინაშე დააყენებენ!~
გონების უპირველესი ფუნქცია - საფრთხის, მით უფრო,
სასიკვდილო საფრთხის პრევენციაა, თორემ აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს გონიერების სარქველი დალუქული აქვს: ნებისმიერ ნაბიჯზე წავა, მაგრამ შედეგი ყოველთვის ნულოვანია!

იმ უზარმაზარ ტრაგედიას, რაც უკრაინაში ხდება, გამადიდებელი შუშით დაჰყურებს მსოფლიო და
სამხედრო საქმის ყველა დიდი სპეციალისტი მსოფლიოში უწვრილმანეს დეტალებში სწავლობს მას.
ამ მასალების გასაჯაროების შემდეგ რა სურათიც დადგება,
ამ შოკის გადატანა ყველა საღ ადამიანს მოუწევს მტკივნეულად, გონებასუსტები, ცხადია, "გამარჯვებას იზეიმებენ", მით უფრო, დამუღამებული აქვთ: 2008-ში ქართული სახელმწიფო დამცირება/კოლოსალური დანაკარგი გამარჯვებად იზეიმეს...

მრიცხველი ჩართულია:
30 წლიანი მავნებლობა საქართველოს წინააღმდეგ არ დარჩება უპასუხოდ - პასუხში მე იმას ვგულისხმობ, რომ ამ ხალხს არავინ მისცემს უფლებას, მიწასთან გაასწოროს საქართველო და მოუსპოს მას განვითარებისა და არსებობის პერსპექტივა!", - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა