თეგებით ძიება

"გიორგი ანწუხელიძის ოჯახს სოფელ თხინვალაში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, საჩუქრად მიწის ნაკვეთი გადაეცემა" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს სოფელ თხინვალაში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

"თხინვალას დასახლებაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო
თხინვალაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი სრულად რეაბილიტირდა. ჩვენ მსგავს პროექტებს კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმიტომ, რომ დედაქალაქს აქვს დიდი რესურსი, იყოს სრულად მოწესრიგებული და გამწვანებული.
სკვერში გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი განთავსდა.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეს გიორგი ანწუხელიძის ოჯახს სოფელ თხინვალაში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად გადაეცეს 461 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
დიდება გმირებს!", - წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა