თეგებით ძიება

"მიუღებელია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახეს გამოხატავდნენ სტუდენტები, რომლებიც საკუთარ ლექტორებს უნივერსიტეტის კორიდორებში მიათრევენ" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"შესაძლოა, ყველაზე დიდი მარცხი გაუნათლებლობით, უზრდელობითა და დაუოკებელი ეგოიზმით დაბადებულ აგრესიასთან დამარცხებაა - სხვა იმდენს ვერაფერს დაგაკლებს, რამდენსაც შენ დამართებ საკუთარ თავს.
ასეთი წაგება თვითოკუპაციას ემსგავსება და სახელმწიფოს ცივილიზებულ განვითარებას უკიდურესად აფერხებს.
საკუთარი თავი და შენი ქვეყანა არ უნდა დაიპყრო - ეს თავისუფლების მოსპობის უარესი სახეა.
ჩვენს საზოგადოებას, სამწუხაროდ, ეს ძალიან თვალსაჩინოდ ემუქრება.
რა მაქვს მხედველობაში? - პროტესტის გამოხატვის ისეთი ბარბაროსული ფორმა, როგორიც გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიხილეთ.
ბრბოდ გადაქცეული ადამიანების სიხარულიან აგრესიას ვერც მიზანი (სამართლიანი რომც იყოს) ამართლებს და ვერც ახალგაზრდათა გამოუცდელობა.
ყველა უნდა დაწყნარდეს და პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა გონივრული დიალოგით მოიძებნოს.
უხერხული და მიუღებელია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახეს გამოხატავდნენ (თუნდაც - მცირე ხნით) სტუდენტები, რომლებიც საკუთარ ლექტორებს უნივერსიტეტის კორიდორებში მიათრევენ", - წერს მურღულია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა