თეგებით ძიება

"გვექნებოდა თუ არა პროტესტი ახალგაზრდების მიმართ, ასე ქეჩოთი მთავრობა რომ გამოეთრიათ კაბინეტებიდან?!" - ირინა სარიშვილი

ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი სციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"რა თქმა უნდა, საზარელი საყურებელია, როცა ადამიანს ქეჩოთი მიათრევენ, ასაკით უფროსს თუ თანატოლს.
რა თქმა უნდა, არავითარი "მაგრამ" ძალადობის შემთხვევაში არ არსებობს.
და მაინც - მაგრამ!
გვექნებოდა თუ არა პროტესტი ახალგაზრდების მიმართ, ასე ქეჩოთი მთავრობა რომ გამოეთრიათ კაბინეტებიდან?! გულზე ხელი დაიდეთ და საკუთარ თავს უპასუხეთ გულახდილად.
ხედავთ პრობლემა სად არის?
ჩვენი ახალგაზრდობა სადააო რომ ვკითხულობთ - ცოცხალია ჩვენი ახალგაზრდობა და იმაზე რეაგირებს ახლგზრდული დაუნდობელი ენერგიით, რაც მას ეხება და სადაც მისთვის სამშობლოს აღქმა მთავრდება, სამწუხაროდ.
მას იქ ისევე ცუდად ექცევიან, არ უსმენენ, ფეხებზე იკიდებენ და ღალატობენ, როგორც ეს ხელისუფლება მთელ ქვეყანას, და ამ დროს ჩვენ მათთან არ ვართ, მათგან კი გვიკვირს, საქვეყნო პრობლემებს რომ არ აპროტესტებენ.
ძალიან გთხოვთ ყველას, სანამ სტუდენტებს დიდაქტიკურად თითს დავუქნევთ და ჭკუას ვასწავლით, ეგებ იმაზე ვიფიქროთ, რომ მათ კი არა, ეს ჩვენ მივატოვეთ ისინი ზუსტად იგივე ჭაობში, რაშიც მთელი ქვეყანა იძირება "უფრო მნიშვნელოვანი" პრობლემების გამო მათი პრობლემები საერთოდ დავივიწყეთ და ეხლა, როცა თავი თუნდაც ამ ფორმით შეგვახსენეს, კიდევ თითს ვუქნევთ, არადა ისინიც ჭაობს ებრძვიან, საკუთარ ჭაობს.
ისინი კი არა, ჩვენ მივიდეთ მათთან, დავუდგეთ გვერდით ჩვენი გამოცდილებით და დავეხმაროთ საკუთარი უფლებების დაცვაში, ჩვენც ვისწავლოთ მათგან და ისინიც ისწავლიან ჩვენგან, ოღონდ გვერდში დგომით და არა თითის ქნევით, რითიც მათ უბრალოდ დავკარგავთ.
დავეხმაროთ ახალგაზრდებს თავიანთი ჭაობიდან ამოსვლაში და ამის მერე მათთვის ქვეყნის პრობლემებიც ხელშესახები გახდება, დამიჯერეთ!
მე ახალ საქართველოს მათ გარეშე ვერ ვხედავ და არც მინდა!", - წერს სარიშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა