თეგებით ძიება

"სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ?" - ბაჩო ხუროშვილი სტუდენტებს

სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ბაჩო ხუ­როშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მთელი ცხოვრება სტუდენტების მხარეს ვიდექი და მხარს ვუჭერდი გულრწფელ პროტესტს. ხო და ის, რაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება არაფერი აქვს საერთო ამ უნივერსიტეტის ღირებულებებთან და არის სირცხვილი. ეს ლაფი ამ ინსტიტუციას არ დაუმსახურებია და არც თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც თსუ-ს სახედ შეგვიძლია აღვიქვათ! დაიმახსოვრეთ და შეეგუეთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არც ცარიელი კედლებია და არც ცარიელი სახელი. ესაა უძველესი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე იყო და არის წამყვანი ქართული სამეცნიერო კერა. და ვინ ლანძღავს? ის პროფესორები ბლოგი რომ არ დაუწერიათ ცხოვრებაში, არა თუ სტატია? ის ხალხი პროფესიულ და უმაღლეს განათლებას რომ ვერ არჩევს? ის ხალხი უნივერსიტეტი, რომ სარკეებიანი საპირფარეშო ჰგონია? დიახ, ბევრი პრობლემა აქვს თსუ-ს და ბევრი რამაა დროულად მოსაგვარებელი, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? ხელი როგორ მოკიდეთ იმ ხალხს თქვენი წონა მონოგრაფიები რომ აქვთ ნაწერი და თქვენი თმის რაოდენობის სტუდენტი რომ ჰყავთ აღზრდილი! რომელ ონლაინ გამოცდას ითხოვთ, დეიდაშვილის მეგობარმა, ვინმე გიორგიმ რომ უნდა დაწეროს თქვენს ნაცვლად? გამობრძანდით უნივერსიტეტიდან და მოიხადეთ ბოდიში, პირველ რიგში პროფესორებს და ლექტორებს მოუბოდიშეთ საგანზე მოხალისეობრივად, 90 ლარად რომ გემსახურებიან", - წერს ხუროშვილი.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა