თეგებით ძიება

"მარტო სტუდენტების ბრალი არ არის, მათ ჩვენ მივეცით ძალიან ცუდი მაგალითი… ისინი გაწევ-გამოწევას ხედავენ პარლენტში, ოჯახში, ძალადობას გაურბიან ეკლესიიდან…" - პეტრე კოლხი

მამა, პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ძალიან დასანანია, რაც უნივერსიტეტში ხდება.
ძალიან არ უხდება მის კედლებს და იმ გარემოს, სადაც პროფესიასთან ერთად, თაობები ურთიერთობებს, მიდგომებს, ადამიანობას სწავლობდა.
დაიკარგა პატივისცემა და თავაზიანობა ერთმანეთის მიმართ…
მახსოვს, ლექტორი რომ ჩაივლიდა დერეფანში, კედელთან ავიტუზებოდით, ნაბიჯებით მთელი ამბავი მოჰქონდა…
ეს არ იყო შიში, არც კომპლექსი, მოწიწება და კრძალვა იყო…
არ მიყვარს, ახალგაზრდებს ყველაფერს რომ უწუნებენ… საოცრად გონიერი, აზრიანი, ნიჭიერი თაობა მოდის… უფროსი თაობა კი მეტ პატივისცემას და გაფრთხილებას იმსახურებს…
ერთ-ერთი მცნებაც ამას გვეუბნება ,,პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა”…. ეს მარტო მშობლების პატივისცემას არ გულისხმობს, თუმცა, თუ სხვას ჩაწიხლავ და გადათელავ, აღარც მშობლის პატივისცემა გამოდის…
გული მტკივა, განვიცდი…
ვიტყვი იმასაც, რომ ეს მარტო სტუდენტების ბრალი არ არის, მათ ჩვენ მივეცით ძალიან ცუდი მაგალითი… ისინი გაწევ-გამოწევას ხედავენ პარლენტში, ოჯახში, ძალადობას გაურბიან ეკლესიიდან… არ მიკვირს, რომ ასე იქცევიან, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი საყურებელია!..", - წერს კოლხი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა